შერბრუკი
From Wikipedia, the free encyclopedia
შერბრუკი (ინგლ. Sherbrooke) — ქალაქი კანადაში. ქალაქი მდებარეობს კვებეკის შტატის, რეგიონ ესტრიში. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 147,427 ადამიანს, ქალაქს 19-ე ადგილი უკავია მოსახლეობის მიხედვით კანადაში, შერბრუკის აგლომერაციაში ცხოვრობს 186,952 ადამიანი. ქალაქში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 417.1 ადამიანს. შერბრუკის ფართობი შეადგენს 353.46 კმ²-ს. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ კანადელები, ფრანგები და ირლანდიელები. შერბრუკი არის ფრანგულენოვანი ქალაქი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს შერბრუკის აეროპორტი, ქალაქი საავტომობილო გზებით უკავშირდება შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ კვებეკს. აქ მრავლადაა ისტორიული შენობები და ეკლესიები. ქალაქის მერია ჟან პერო.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
შერბრუკი Sherbrooke | |||
| |||
ქვეყანა | კანადა | ||
პროვინცია | კვებეკიკვებეკი | ||
შიდა დაყოფა | Fleurimont, Lennoxville, Brompton–Rock Forest–Saint-Élie–Deauville და Les Nations | ||
კოორდინატები | 45°26′53″ ჩ. გ. 71°52′55″ დ. გ. | ||
მმართველი | Steve Lussier[1] | ||
დაარსდა | 1793 | ||
ფართობი | 353.46 კმ² | ||
მოსახლეობა | 147,427 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 417.1 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 186,952 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 819[2] და 873[3] [4] [2] | ||
ოფიციალური საიტი | https://www.ville.sherbrooke.qc.ca/ და https://www.ville.sherbrooke.qc.ca/en/ | ||
შერბრუკი დაარსდა 1793 წელს, თავდაპირველად აქ დასახლდნენ ამერიკელეი ტორები იგივე ლოიალისტები. მოგვიანებით ეს ტერიტორიები შევიდა ახალი საფრანგეთის შემადგენლობაში . ქალაქის ტერიტორიაზე მიედინება ორი მდინარე სენტ-ფრანსისი და მაგოგი. აქ ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებარვალი. შერბრუკის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 1,144.1 მმ-ს.