შვაბიის ლიგა
From Wikipedia, the free encyclopedia
შვაბიის ლიგა — საღვთო რომის იმპერიაში შემავალი ქალაქ სახელმწიფოების, პრელატების და სამთავროების გაერთიანება. გაერთიანება 1488 წელს იმპერატორ ფრიდრიხ III-ის ბრძანებით და მაინცის არქიეპისკოპოსის ბერტოლდ ფონ ჰენებერგ-რომილდის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. ლიგას გააჩნდა რეგულარული არმია რომელიც შედგებოდა 12,000 ქვეითისა და 1200 კავალერისტისგან.[2]