შვედეთის კომუნები
From Wikipedia, the free encyclopedia
შვედეთის კომუნები (თემები, მუნიციპალიტეტები) (შვედ. Kommun) — შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამ მომენტისათვის არსებობს 290 კომუნა რომლებიც შედიან 21 ლენის შემადგენლობაში. მუნიციპალური ხელისუფლება პასუხისმგებელია იმ მომსახურებაზე, რომელსაც ადგილობრივ დონეზე უწევენ მოსახლეობას, როგორებიცაა სკოლები, ავარიულ-სამაშველო სამსახურები და ქალაქმშენებლობები.