შვედეთის კონსორტების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
შვედეთის კონსორტების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანების სია, რომლებიც დაქორწინებული იყვნენ შვედეთის მონარქებზე. შვედეთის ისტორიაში, თითქმის ყველა კონსორტი ქალია, თუმცა არსებობს მხოლოდ ერთი გამონაკლისი, დედოფალ ულრიკა ელეონორას ქმრის, ფრედერიკ ჰესენელის სახით, რომელიც საბოლოოდ მაინც შვედეთის მონარქად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით კონსორტს არ ჰქონდა რაიმე დიდი პოლიტიკური ძალაუფლება, ხშირად დედოფალ კონსორტები ახერხებდნენ ქმრებისა თუ ვაჟების რეგენტად გახდომას, რა დროსაც ისინი მონარქთა ძალაუფლებას იღებდნენ. კალმარის უნიის პერიოდში (1397-1523), შვედეთს, ნორვეგიასა და დანიას საერთო კონსორტები ჰყავდათ. აქვე აღსანიშნავია, რომ დედოფალ კონსორტმა დოროთეა ბრანდენბურგელმა, მოახერხა და ორჯერ ავიდა ტახტზე. დღეისათვის შვედეთის დედოფალ კონსორტი სილვია სომერლატია.