შკოციანის მღვიმეები
From Wikipedia, the free encyclopedia
შკოციანის მღვიმეები — მღვიმეთა სისტემა სლოვენიაში, კარსტის პლატოზე. მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, 1986 წლიდან ისინი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. საერთაშორისო სამეცნიერო წრეებმა აღიარეს მღვიმეების ავტორიტეტი და მათი, როგორც მთელი პლანეტის ერთ-ერთი ბუნებრივი საგანძურის მნიშვნელობა. მსოფლიო მღვიმეებს შორის მნიშვნელობის მხრივ დგას რა პირველ ადგილზე, შკოციანის მღვიმეები სლოვენიის კარსტულ რეგიონთან ერთად წარმოადგენს უნიკალურ მიწისქვეშა ფენომენს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სლოვენიის რესპუბლიკამ მღვიმეების დაცვა თვითონ დაიწყო, ამ მიზნით დაარსდა შკოციანის მღვიმეების რეგიონული პარკი.
სწრაფი ფაქტები შკოციანის მღვიმეები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
შკოციანის მღვიმეები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
მღვიმეების შესასვლელი | |
ქვეყანა | სლოვენია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 45°39′44″ ჩ. გ. 13°59′18″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 90 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა