შოტლანდიის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის წლის ახალგაზრდა მოთამაშე
From Wikipedia, the free encyclopedia
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი შოტლანდიის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით (ხშირად წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი შსჟა-ის ვერსიით, ან მოკლედ შოტლანდის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი) (ინგლ. Scottish Football Writers' Association Young Player of the Year, — ყოველწლიური ჯილდო, რომელიც გაიცემა შოტლანდიური ფეხბურთის წლის საუკეთესო ახალგაზრდა (23 წლამდე) ფეხბურთელზე. ჯილდოს კანდიდატების მოკლე სია შედგენილია შოტლანდიის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების მიერ, რომლებიც ხმის მიცემით არჩევენ გამარჯვებულს. პრიზი პირველად გაიცა 2002 წელს და გამარჯვებული გახდა „მოტერუელის“ თავდამსხმელს, ჯეიმზ მაკფადენს. ზურაბ ხიზანიშვილი იყო პირველი და დღემდე უკანასკნელი არაშოტლანდიელი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო ამ ჯილდოს მოპოვება.