შუახევის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
შუახევის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
შუახევის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | ||||
ადმ. ცენტრი | შუახევი | ||||
კოორდინატები | 41°38′00″ ჩ. გ. 42°11′00″ ა. გ. | ||||
მერი | ომარ ტაკიძე | ||||
ფართობი | 588 კმ² | ||||
მოსახლეობა |
15 044 (2014), 20 700 (1994)[1] , 19 990 (1995)[1] , 18 816 (1996)[1] | ||||
სიმჭიდროვე | 25,6 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % თურქები 1,8 % | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მუსლიმები 74,4 % მართლმადიდებლები 23,5 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (424) | ||||
საფოსტო ინდექსი | 6300 | ||||
ოფიციალური საიტი | https://shuakhevi.ge | ||||
| |||||
დახურვა
შეიქმნა 1952 წელს ხულოს რაიონიდან გამოყოფილი ტერიტორიის ხარჯზე, 1963-1964 წწ. ისევ ხულოს რაიონშია, 1965 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე დაახლოებით 195 კილომეტრია. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (6,3 კმ) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (2,5 კმ), სამხრეთით თურქეთი (46 კმ), აღმოსავლეთით ხულოს მუნიციპალიტეტი (78 კმ), დასავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი (31,5 კმ) და ქობულეთის მუნიციპალიტეტი (29,5 კმ).
შუახევის მუნიციპალიტეტის ფართობია — 588 კმ².