ჩანაწერის პროდიუსერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩანაწერის პროდიუსერი (ინგლ. record producer) — პიროვნება, რომელიც ხმის ჩაწერის პროცესზეა პასუხისმგებელი. როგორც წესი, მას ევალება მუსიკალური ნაწარმოების ჟღერადობის ხარისხის კონტროლი, რეპერტუარის შერჩევა და პროექტის (ალბომი, სინგლი, რადიოგადაცემა და ა.შ.) საერთო იდეოლოგია. პროდიუსერი ირჩევს მისთვის სასურველ ხმის ინჟინრებს, მემონტაჟეებს და ასისტენტებს. როგორც წესი, მსხვილ ლეიბლებს საკუთარი სტუდიური პროდიუსერები ყავთ. ხშირად, თავად მუსიკოსები იწვევენ უცხო, მათთვის საინტერესო პროდიუსერებს.