ჩეჩნეთის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩეჩნეთის დროშა — ჩეჩნეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო. დროშას აქვს ოთხკუთხედის ფორმა, მისი სიგანის სიგრძესთან თანაფარდობა 2:3 -ის ტოლია, იგივე თანაფარდობაა, როგორიც ააქვს რუსეთის ფედერაციის დროშას.
ჩეჩნეთის დროშა | |
---|---|
ჩეჩნეთი | |
მიღებულია | 22 ივნისს, 2004 წელს |
პროპორცია | 2:3 |
დროშის ავტორი | რამზან კადიროვი |
წინა დროშები | |
შემდეგ კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროშა 2004 წლამდე. | |
პროპორცია | 7:11 |
დამტკიცებულია პრეზიდენტი სერგეი აბრამოვის მიერ 2004 წლის 22 ივნისს. იგი ხელახლა მიიღეს 2008 წლის 15 მაისს, როდესაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონები ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ემბლემის, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ, რომელიც დასამტკიცებლად წარადგინა რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა.[1]ადრე, ჩეჩნეთის სახელმწიფო დროშა და გერბი გამოიყენებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.[2].
დროშის ფერები ატარებენ გარკვეულ მნიშვნელობებს. მწვანე, ჰორიზონტალური ოთხკუთხედი დაკავშირებულია ისლამთან, თეთრი ფერი აღნიშნავს მშვიდობას ან კავკასიონის მთებს, ხოლო წითელი ფერი ასახავს სისხლისღვრას. ჰორიზონტალური ფერების გარდა, დროშაზე გამოსახულია ვერტიკალურ თეთრ ფერზე გამოსახული ორნამენტები.
ჩეჩნეთის დროშა, ამჟამინდელი დროშის დამტკიცებამდე, ასევე იყო პრორუსული ოპოზიციის დროშა, ჩეჩნეთის იჩხერიის რესპუბლიკის დროიდან. დროშა შედგებოდა მწვანე, წითელი და თეთრი ფერებისგან. დროშის სიგანის სიგრძესთან თანაფარდობა 7:11 -ის ტოლია. ჰორიზონტალურად განლაგებული 5 ზოლის ფერების თანმიმდევრობა იყო შემდეგნაირი: მწვანე, წითელი, თეთრი, წითელი და მწვანე. ზემოდან პირველი მწვანე ფერი იკავებდა დროშის ორ მესამედს, დანარჩენი ფერები (წითელი, თეთრი, წითელი და მწვანე) კი ერთ მესამედს. ფერთა თანაფარდობის კოეფიციენტი 4: 1: 1: 1: 1 -ს შეადგენდა.[3].
ამჟამად ამ დროშას იყენებენ საფეხბურთო კლუბ ახმატის (გროზნო) გულშემატკივრები.