ჩეხური ვიკიპედია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩეხური ვიკიპედია (ჩეხ. Česká Wikipedie) — ვიკიპედიის განყოფილება ჩეხურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. მუშაობა დაიწყო 2002 წლის ნოემბერში.[1] 2005 წლის ივნისის მიხედვით სტატიების რაოდენობა მასში 10 ათასს აღწევდა. იმავე წლის დეკემბერში რეგისტრირებული იქნა 20 ათასი სტატია. 2006 წლის ნოემბრისთვის ჩეხურ ვიკიპედიაში არსებობდა 50 ათასი სტატია, ხოლო 2008 წლის 19 ივნისის მდგომარეობით შეიცავდა 100 ათასს სტატიას. ჩეხური ვიკიპედიის ფუძემდებელი და პირველი ადმინისტრატორი იყო ესპერანტისტი მიროსლავ მალოვეცი. გარკვეული დროის შემდეგ მალოვეცმა მთელი აქცენტი გადაიტანა ვიკიპედიის ესპერანტოს ვერსიაზე.
ჩეხური ვიკიპედია Česká Wikipedie | |
---|---|
მისამართი: | cs.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ჩეხური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2002 წლის ნოემბერი |
სტატიების რაოდენობა: | 545 235 |
გვერდების რაოდენობა: | 1 530 564 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 23 812 278 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 658 076 |
აქტიური მომხმარებელი: | 2 466 |
ადმინისტრატორი: | 32 |
სიღრმე: | 50.8 |
2011 წლის 24 მარტისთვის ვიკიპედიის ჩეხურენოვანი განყოფილება მოიცავდა 190 ათას სტატიას. ამჟამად სტატიების რაოდენობა უტოლდება დაახლოებით 230 ათასს. ჰყავს 27 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 2200-მდეა.