ჩრდილოეთი უვალები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთი უვალები[1] (რუს. Северные Увалы) — ბორცვებიანი მაღლობი აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთში, ძირითადად კომის რესპუბლიკასა და პერმის მხარეში. ვოლგისა და ჩრდილოეთის დვინის აუზების ტალღოვანი, ადგილ-ადგილ დაჭაობებული წყალგამყოფია. გადაჭიმულია 600 კმ-ზე — დასავლეთში მდ. კოსტრომის სათავეებიდან აღმოსავლეთში მდ. კამისა და ვიჩეგდის ზემო დინებებამდე. სიმაღლე 270 მ-მდე. აგებულია მყინვარული და ფლუვიოგლაციალური ნალექებით. ფერდობებზე ტაიგის ლანდშაფტებია.[2]
სწრაფი ფაქტები ჩრდილოეთი უვალები ...
ჩრდილოეთი უვალები | |
---|---|
რუს. Северные Увалы | |
ჩრდილოეთი უვალები კიროვის ოლქში | |
კოორდინატები: 59°30′ ჩ. გ. 49°00′ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ვოლოგდის ოლქი, კოსტრომის ოლქი, კიროვის ოლქი, კომის რესპუბლიკა |
სიმაღლე | 270 მ |
სიგრძე | 600 კმ |
ლანდშაფტი | ტაიგა |
ამგებელი ქანები | მყინვარული და ფლუვიოგლაციალური ნალექები |
დახურვა