ცეილონის ჩაი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცეილონის ჩაი— კუნძულ შრი-ლანკაზე (ძვ. ცეილონი) მოყვანილი ჩაის სახეობა.
შრი-ლანკა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ჩაის წარმოებით, ჩინეთისა და ინდოეთის და კენიის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიო ბაზარზე. 1995 წელს იგი მსოფლიოში ჩაის წამყვანი ექსპორტიორი იყო (და არა მწარმოებელი) მსოფლიო ექსპორტის 23 %-ით, მაგრამ შემდეგ მას კენიამ გაუსწრო. ჩაის წარმოების ყველაზე მაღალი მოცულობა 340 მილიონი კგ დაფიქსირდა 2013 წელს, რამაც ქვეყნის ეკონომიკას 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა. ხოლო 2014 წელს ოდნავ შემცირდა და შეადგინა 338 მილიონი კგ.[1][2][3]
ცეილონის ჩაი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. დიდი ნაწილი არის შავი და მწვანე, თეთრი ჩაი, ულუნი და სხვა ჯიშები თითქმის არასოდეს იწარმოება. ჩაის ინდუსტრიაში დასაქმებულია 1 მილიონზე მეტი ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად, 1995 წელს 215 338 ადამიანი უშუალოდ მუშაობდა ჩაის პლანტაციებსა და მამულებში. გარდა ამისა, მცირე მეწარმეების მიერ ჩაის კულტივაცია ათასობით ადამიანის დასაქმების წყაროა და ათიათასობით ოჯახის საარსებო წყაროს წარმოადგენს.
ტენიანობა, გრილი ტემპერატურა და ნალექები ქვეყნის ცენტრალურ მაღალმთიანეთში ქმნის კლიმატს, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებას. მეორეს მხრივ, ჩაი, რომელიც წარმოებულია ისეთ დაბალ რეგიონებში, როგორიცაა მატარა, გალე და რატანაპურა რეგიონებში, სადაც უხვი ნალექები და მაღალი ტემპერატურაა, შემკვრელი თვისებების მაღალი დონით გამოირჩევა. თავად ჩაის ბიომასის წარმოება უფრო მაღალია დაბალ რეგიონებში.
ცეილონზე ჩაის სამრეწველო კულტივაცია დაიწყო ჯეიმზ ტეილორმა 1867 წელს. დღეისათვის ჩაის წარმოება შრი-ლანკის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ჩაის ექსპორტი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 15 %-ს შეადგენს.
ცეილონის ჩაი ძირითადად წარმოდგენილია ერთგვაროვანი, საშუალო ხარისხის ჩაით, რომელიც მოყავთ დაბალ და საშუალო სიმაღლეზე. უმაღლესი ხარისხის ჩაი მცირე რაოდენობით მოდის კუნძულის სამხრეთ ნაწილში, მაღალმთიანეთში მდებარე პლანტაციებში.[4][5]