ცელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცელი — ხელით მოსახმარი ტრადიციული იარაღი, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში მოსავლის აღებისა ან ბალახის მოთიბვისათვის (ზვინის დასადგმელად, საქონლის საკვებად, ან უბრალოდ გაზონების შესაკრეჭავად). თანამედროვე ეპოქაში ფართო მასშტაბებით შეცვალა კომბაინებმა, ტრაქტორულმა მანქანებმა, გაზონების სათიბელებმა, მაგრამ ტექნიკისათვის ძნელად მისადგომ ადგილებში ჯერ კიდევ გამოიყენება.