ძინგჭოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ძინგჭოუ (ჩინ.: 荆州, ფინინი: Jīngzhōu) — საოლქო დონის ქალაქი ხუბეის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჩინეთი. ქალაქი მდებარეობს მდინარე იანძის ნაპირებზე. ჩინეთის მოსახლეობის მეშვიდე აღწერის თანახმად (2020 წელი) საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობამ 5 231 180 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 2 904 346 პირი ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) ცხოვრობდა.[2]
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ძინგჭოუ 荆州市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ხუბეიხუბეი |
შიდა დაყოფა | Shashi District, Jingzhou District, Gong'an County, Jianli, Jiangling County, Shishou, Honghu და Songzi |
კოორდინატები | 30°20′11″ ჩ. გ. 112°14′29″ ა. გ. |
ფართობი | 14099.21 კმ² |
მოსახლეობა | 5 231 180 (2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
საფოსტო ინდექსი | 434000 |
ოფიციალური საიტი | jingzhou.gov.cn |
ძინგჭოუს ცენტრალური ურნაბული არეალი მოიცავს შაშის ქალაქსა და ძინგჭოუს დასახლებას (ისტორიულად ცნობილი, როგორც ძიანგლინგი). ეს სახელწოდებები შანსისა და ძინგჭოუს რაიონებიდან წარმოიქმნა. ურბანული არეალი ასევე მოიცავს ქალაქის ისტორიულ ცენტრსა და ძიანგლინგის რაიონს. სახელწოდება „შაში“ დღესაც გამოიყენება ადგილობრივი დაწესებულებების აღსანიშნავად, რომელთა შორისაა: შაშის აეროპორტი და ადგილობრივი რკინიგზის სადგური.