წმინდა ბენტუს სასახლე
From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა ბენტუს სასახლე (პორტ. Palácio de São Bento) — პორტუგალიის პარლამენტის შენობა, რომელიც მდებარეობს ლისაბონში, ბაირუ ალტუსთან ახლოს. ესტადო ნოვოს პერიოდში წმინდა ბენტუს სასახლე იყო ნაციონალური ასამბლეის (პორტ. Assembleia Nacional) სახლი. მიმდებარე ტერიტორიაზეა პორტუგალიის პრემიერ მინისტრის ოფიციალური რეზიდენციაც.[1]