წყნაროკეანური დროის სარტყელი
From Wikipedia, the free encyclopedia
წყნაროკეანური დროის სარტყელი — სტანდარტული დრო გრინვიჩის მერიდიანიდან 8 საათით უკან (UTC-08:00). ზაფხულში აღნიშნული სხვაობა იცვლება (UTC-07:00)-მდე.
აშშ-სა და კანადაში ამ დროის სარტყელს წყნაროკეანურ დროს (PT) უწოდებენ. დადგენილია წყნაროკეანური სტანდარტული დრო (PST) (ზამთარში) და წყნაროკეანური ზაფხულის დრო (PDT) (ზაფხულში). კანადა მიჰყვება აშშ-ის ზაფხულის დროს. მექსიკაში დროის სარტყელი UTC-08:00, ცნობილია როგორც ჩრდილო-დასავლური დროის სარტყელი (Zona Noroeste), რომელიც ადრე სინქრონიზირებულ იქნა აშშ-ის ზაფხულის დროსთან.
ეს სარტყელი მდებარეობს - ალასკის დროის სარტყელზე ერთი საათით წინ, მთის დროის სარტყელზე ერთი საათით უკან და აღმოსავლეთ დროის სარტყელზე სამი საათით უკან.