ჭაოცინგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჭაოცინგი (ჩინ.: 肇庆, ფინინი: Zhàoqìng) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციაში, ჩინეთი. 2020 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 4 113 594 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 1 553 109 ადამიანი ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არიალი) არის დასახლებული. ქალაქის ურბანული ნაწილი მოიცავს: ტუანჭოუს, ტინგხუსა და კაოიაოს რაიონებს.[1] ზოგადად საოქლო დონის ქალაქის ტერიტორია ძირითადად დაბლობებს უჭირავს (გამონაკლისია შვიდი ვარსკვლავის კლდე). ტყეებით დაფარული მთები ქალაქის საზღვრებს მიღმა იწყება. ჭაოცინგის გარეუბნებში განვითარებულია ბრინჯის მრეწველობა. სიხუეი და საოლქო დონის ქალაქის სამხრეთი რაიონები მარგალიტის მდინარის დელტის შემადგენლობაშია შესული.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ჭაოცინგი 肇庆市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | გუანდუნიგუანდუნი |
შიდა დაყოფა | Duanzhou District, Dinghu District, Guangning County, Huaiji County, Fengkai County, Deqing County, Guangdong, Gaoyao District და Sihui |
კოორდინატები | 23°03′00″ ჩ. გ. 112°28′00″ ა. გ. |
ფართობი | 14,891.23 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 12 მეტრი |
მოსახლეობა | 4,113,594 კაცი (2020[1]) |
სიმჭიდროვე | 280 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0758 |
საფოსტო ინდექსი | 526040 |
საავტომობილო კოდი | 粤H |
ოფიციალური საიტი | zhaoqing.gov.cn |
წარსულში ჭაოცინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო სამხრეთ ჩინეთის ტერიტორიაზე, თუმცა ცინის დინასტიის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელობა დაკარგა. ამჟამად ჭაოცინგი ტურიზმითაა ცნობილი და ხშირად მოიხსენიება, როგორც პროვინციული „კოლეჯის მცირე ქალაქი“. შაბათ-კვირას ქალაქს ხშირად სტუმრობს გუანჯოუსა და შენჯენის მკვიდრი მოსახლეობა. ის ასევე არის მზარდი სამრეწველო ცენტრი.