ჭრელი იხვი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჭრელი იხვი (ლათ. Stictonetta naevosa) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. ავსტრალიის ენდემური სახეობაა, ასევე ცნობილია როგორც შვრიის იხვი.[1] ეს ფრინველი ბინადრობს ავსტრალიის დიდ ტერიტორიებზე, მაგრამ მშრალ სეზონზე ზღვისკენ და ავსტრალიის ვეთლენდებისკენ მიგრირებს. ისინი ასეთ დროს ერთად იკრიბებიან და შესამჩნევია მათი ერთობა.[2]
სწრაფი ფაქტები ჭრელი იხვი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჭრელი იხვი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი ჭრელი იხვი | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Stictonetta naevosa | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22679836 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
დახურვა
ჭრელ იხვს ამჟამად გადაშენების საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ჰაბიტატის განადგურებისა და ნადირობის გამო შესაძლოა მომავალში საფრთხე დაემუქროს. ნადირობის ხარისხს ზრდის გვალვები და ჰაბიტატის განადგურება, რაც იხვებს აიძულებს დაიხიონ სანაპიროსკენ, სადაც მათ, როგორც დაცულ სახეობას არ აღიქვამენ.[3] ბოლო ათწლეულების მანძილზე განხორციელდა ბევრი პროგრამა, ჭრელი იხვის პოპულაციის გაზრდის მიზნით.