ხეთური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხეთური ან ნესილური (ნეშური) ენა — მკვდარი ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ხეთები. ხალხი, რომელთაც შექმნეს იმპერია, ცენტრით ქალაქ ხათუსაში (თანამედროვე ბოღაზქოი), ჩრდილო-ცენტრალურ ანატოლიაში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე). ეს ენა გამოიყენებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1800 წლიდან 1100 წლამდე. არსებობს გარკვეული საბუთები იმის სასარგებლოდ, რომ ხეთურ და მის მონათესავე ენებზე ლაპარაკობდნენ ანატოლიასა და ჩრდილოეთ სირიაში, კიდევ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ხეთების იმპერია დაინგრა, დაახლოებით ძვ. წ. 700 წლამდე.
ხეთური ენა არის ყველაზე ადრინდელი დოკუმენტირებული ინდო-ევროპული ენა, რომელიც ხელახლა აღმოაჩინეს საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის გასვლის შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც ფორმულირებული იქნა პროტო-ინდო-ევროპული ჰიპოთეზა. სტრუქტურასა და ფონოლოგიაში გამოკვეთილი განსხვავებების გამო ზოგიერთი თანამედროვე ლინგვისტი, განსაკუთრებით ედგარ ჰ. სტურტევანტი და უორენ კაუგილი, გვარწმუნებს რომ, მისი კლასიფიკაცია მოხდეს, როგორც ინდო-ევროპული ენების და-ძმური ენა და არა როგორც მათი შთამომავალი ენა. რითიც ყალიბდება ინდო-ხეთური ჰიპოთეზა. მიუხედავად ამისა, მრავალი მეცნიერი აგრძელებს პროტო-ინდო-ევროპული ენის პირველადობის ტრადიციული XIX საუკუნის შეხედულებების ლობირებას და მიაჩნიათ, რომ ხეთურის უჩვეულო თვისებები ძირითადად მისი გვიანდელი ინოვაციების შედეგია.