ხოსე რისალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხოსე პროტასიო რისალ-მერკადო ი ალონსო-რეალონდა (ესპ. José Protasio Rizal Mercado y Alonso Realonda; დ. 19 ივნისი 1861 — გ. 30 დეკემბერი 1896) — ფილიპინელი განმანათლებელი და მეცნიერი, ესპანურენოვანი პოეტი და მწერალი, პოლიგლოტი, მხატვარი და სკულპტორი. წარმოშობით იყო ტაგალურ-ჩინური ოჯახიდან[13]. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხალხების აღორძინებისა და ფილიპინების ნაციონალიზმის იდეოლოგი. მარსელო დელ პილართან ერთად ფილპინების ესპანურ ნაწილში რეფორმატორული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, მოძრაობისა რომელმაც მოამზადა ფილიპინების რევოლუცია. რისალის ბიოგრაფები მას „მალაიელი ხალხის სიამაყეს“ და „პირველ ფილიპინელს“ უწოდებენ.
ხოსე რისალი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 ივნისი, 1861(1861-06-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | კალამბა (ლაგუნა), Captaincy General of the Philippines, ესპანეთის იმპერია[8] [5] |
გარდაცვალების თარიღი | 30 დეკემბერი, 1896(1896-12-30)[2] [3] [4] [5] [6] [7] (35 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მანილა, Captaincy General of the Philippines, ესპანეთის იმპერია[5] |
ფსევდონიმი | Dimas-Alang[9] , Laón Laán[10] და Laón Laang[11] |
საქმიანობა | ოფთალმოლოგი |
ენა | ესპანური ენა |
ეროვნება | Tagalog people[12] |
მოქალაქეობა | Captaincy General of the Philippines |
ალმა-მატერი | Ateneo de Manila University, University of Santo Tomas, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და University of Santo Tomas Faculty of Medicine and Surgery |
Magnum opus | Noli Me Tángere, El filibusterismo და Mi último adiós |
მეუღლე | Josephine Bracken[12] |
ნათესავ(ებ)ი | Delfina Herbosa de Natividad |
ხელმოწერა | |
მიღებული ჰქონდა კარგი განათლება. იცოდა 20-ზე მეტი ენა. იგი თვლიდა, რომ მრავალეროვანი ფილიპნელი ხალხი ჯერ კიდევ არ იყო მზად დამოუკიდებლობისათვის, რადგან კოლონიზატორებმა მასებში დანერგეს ფსიქოლოგიური მონობა, აუცილებელი იყო სწორედ აქედან დაწყებულიყო გათავისუფლება. ხოსე რისალი თვლიდა, რომ მონის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რევოლუციონერების სწრაფი გამარჯვების შემთხვევაში ისინი ტირანებად იქცეოდნენ „რა საჭიროა დამოუკიდებლობა, თუკი დღევანდელი მონა ხვალ გადაიქცევა ტირანდ?“[14]. მოგვიანებით ფილიპინების რევოლუციის მძიმე ბრძოლებმა დაადასტურა მწერლის წინასწარმეტყველური ნააზრევი[15].
ხოსე რისალის სიკვდილით დასჯის შემდეგ იგი გახდა სახალხო გმირი და ფილიპინების რევოლუციის გმირი.