ხუეიჭოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ხუეიჭოუ (ჩინ.: 惠州; ფინინი: Hùizhōu) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით ჰონგ-კონგიდან (ოფიციალურად: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი). საოლქო დონის ქალაქს ესაზღვრება: გუანჯოუ დასავლეთით, შენჯენი და ტუნგკუანი სამხრეთ-დასავლეთით, შაოგუანი ჩრდილოეთით, ხეიუენი ჩრდილო-აღმოსავლეთით, შანვეი აღმოსავლეთით და ტაიას ყურე და სამხრეთ ჩინეთის ზღვა სამხრეთით. 2020 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 6 042 852 ადამიანი შეადგინა და ხუეიჭოუს მინიჭებული აქვს საოლქო დონის ქალაქის სტატუსი.[2] ხუეიჭოუს ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) 2 090 578 ადამიანია დასახლებული.[3] მიუხედავად ამისა, ქალაქის შემადგენლობაში შემავალი ხუეიიანგის რაიონი შენჭენთან ერთად გაერთიანებულია მარგალიტის მდინარის დელტის მეგაპოლისში.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ხუეიჭოუ 惠州市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | გუანდუნიგუანდუნი |
შიდა დაყოფა | Huicheng District, Huiyang District, Boluo County, Huidong County და Longmen County |
კოორდინატები | 23°06′43″ ჩ. გ. 114°24′58″ ა. გ. |
დაარსდა | 1988 |
ფართობი | 10,922 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 15 მეტრი |
მოსახლეობა | 6,042,852 კაცი (2020[1]) |
სიმჭიდროვე | 550 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0752 |
საფოსტო ინდექსი | 516000 |
საავტომობილო კოდი | 粤L |
ოფიციალური საიტი | huizhou.gov.cn |