ჯეიმი ლანისტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმი ლანისტერი (ინგლ. Jaime Lannister) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), ცენტრალური პერსონაჟია რომანებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000), „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა დანიელმა მსახიობმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ.
ჯეიმი ლანისტერი | |
---|---|
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ - პერსონაჟი „სატახტოთა თამაში - პერსონაჟი | |
ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ჯეიმი ლანისტერი როლში, ტელესერიალში „სატახტოთა თამაში“. | |
პირველი გამოჩენა |
|
შემქმნელი | ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი |
მსახიობი |
ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ („სატახტოთა თამაში“) |
ახმოვანებს | ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ (ვიდეო თამაში) |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი |
|
სხვა სახელები |
|
სქესი | მამრობითი |
ოჯახი | ლანისტერები |
მეორე ნახევარი |
|
შვილები | ტომენ, ჯოფრი და მირცელა ბარათეონები |
ნათესავები |
წიგნი:
|
საცხოვრებელი | მეფის საბიჯელი |
სამეფო | ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სამყარო |
სერ ჯეიმი ლანისტერი იყო ლორდ ტაივინ ლანისტერის უფროსი ვაჟი, ჰყავს უმცროსი ძმა ტირიონ ლანისტერი და ტყუპისცალი სერსეი ლანისტერი. მას ჰქონდა ინცესტური ურთიერთობა თავის დასთან და ბევრმა არ იცოდა, რომ არის ჯოფრის, მირცელას და ტომენ ბარათეონების ბიოლოგიური მამა, ისევე როგორც არდაბადებული შვილის.
რობერტის აჯანყების დროს ჯეიმიმ მოკლა მეფე ეირის II ტარგარიენი და შეერქვა ცნობილი ზედმეტსახელი „მეფისმკვლელი“. ის შეიწყალა რობერტმა და ნება დართო, კვლავ ყოფილიყო მეფის მცველი. რობერტის სივდილის შემდეგ, ის აირჩიეს მეფე ჯოფრი ბარათეონის დაცვის მეთაურად.
ხუთი მეფის ომის დროს ჯეიმი იბრძოდა ლანისტერთა სახლისთვის, მაგრამ რობ სტარკმა მოჩურჩულე ტყეში ბრძოლის დროს შეიპყრო და დაატყვევა. მან შეთანხმება დადო ლედი კეიტლინ სტარკთან, რომელმაც გაათავისუფლა იმ პირობით, რომ მის ქალიშვილებს უსაფრთხოდ დააბრუნებდა ჩრდილოეთში. ლედი კეიტლინის დავალებით ჯეიმი ბრიანა ტართელმა დედაქალაქში დააბრუნა. გზად დედაქალაქისკენ ჯეიმიმ დაკარგა მარჯვენა ხელი. დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ მან განაგრძო ჯოფრის, შემდეგ კი ტომენის დაცვის ლორდ მეთაურად მსახურობა. მას შემდეგ, რაც სამეფო კარიდან დაითხოვეს, ის გახდა ლანისტერების არმიის მეთაური, მაგრამ მოგვიანებით დატოვა თანამდებობა და ჩრდილოეთში მიცვალებულთა არმიის წინააღდეგ საბრძოლველად წავიდა. მკვდრების დამარცხების შემდეგ ჯეიმი სერსეის გადასარჩენად დაბრუნდა მეფის საბიჯელში. ის დაიღუპა მეფის საბიჯელის ბრძოლის დროს, სერსეის დედაქალაქიდან გაყვანის მცდელობისას.