ჯერალდინ ჩაპლინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯერალდინ ლი ჩაპლინი (ინგლ. Geraldine Leigh Chaplin; დ. 31 ივლისი, 1944) — ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი.
ჯერალდინ ჩაპლინი | |
---|---|
ჩაპლინი 2011 წელს | |
მშობლიური სახელი | Geraldine Chaplin |
დაბადების თარიღი |
31 ივლისი, 1944 (1944-07-31) (79 წლის)[1] სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1952-დღემდე |
მეუღლე(ები) | პატრისიო კასტილა (იქ. 2006) |
მშობლები |
მამა: ჩარლი ჩაპლინი დედა: უნა ო’ნილი |
დაიბადა სანტა-მონიკაში, კალიფორნია, და კინორეჟისორი ჩარლი ჩაპლინის პირველი შვილი იყო ოონა ონილთან. საწყისი განათლება კერძო სკოლაში მიიღო შვეიცარიაში.
რვა წლის ასაკში პირველად გამოჩნდა ეკრანზე — მამამისის გადაღებულ ფილმში „რამპის ჩირაღდნები“ (თუმცა მისი სახელი ნახსენები არ იყო). მისი ბალეტის მოცეკვავედ გახდომის ოცნების აუსრულებლობის გამო, ის საბოლოოდ მამის კვალს მიჰყვება და მსახიობი ხდება. მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოჩენა ეკრანზე იყო „ექიმი ჟივაგო“-ში წამყვანი გმირის მეუღლის როლი (1965). 1970-იან წლებში ის რობერტ ალტმანის ფილმებში გამოჩნდა. შემდგომში ის თანამშრომლობს კარლოს საურასთან ფილმებში „გამოკვებე ყორანი“ (1976), „ელისა, ჩემი ცხოვრება“ (1977), და „დედა 100 წლის გახდა“ (1979). შესრულებული აქვს მისი ბებიის, ჰანა ჩაპლინის, როლი ბიოგრაფიულ ფილმში მის მამაზე - ჩარლი ჩაპლინზე.
ამჟამად დაქორწინებულია ჩილელ კინოოპერატორ პატრისიო კასტილაზე და ჰყავს ორი შვილი, შეინი და უნა.