ჯიმ კურიე
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ სპენსერ კურიე უმცროსი (ინგლ. James Spencer Courier Jr.; დ. 17 აგვისტო, 1970, სანფორდი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
კურიე 2011 წელს | |
სრული სახელი | ჯეიმზ სპენსერ კურიე უმცროსი |
---|---|
მშობლიური სახელი | James Spencer Courier Jr. |
ქვეყანა (სპორტი) | აშშ |
საცხოვრებელი ადგილი | ორლანდო, ფლორიდა, აშშ |
დაიბადა |
17 აგვისტო, 1970 (1970-08-17) (53 წლის) სანფორდი, ფლორიდა, აშშ |
სიმაღლე | 185 სმ. |
პროფესიონალი | 1988 |
კარიერა დაასრულა | 2000 |
თამაში | მემარჯვენე |
მწვრთნელ(ებ)ი |
ნიკ ბოლეტიერი ბრედ სტაინი (1997–2000) |
ფულადი პრიზი | 14,034,132 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 2005 (წევრის გვერდი) |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 506–237 (68.1%) |
ტიტულები კარიერაში | 23 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (10 თებერვალი, 1992) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1992, 1993) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1991, 1992) |
უიმბლდონი | ფინალი (1993) |
აშშ-ის ღია პირველობა | ფინალი (1991) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ფინალი (1991, 1992) |
დიდი სლემის თასი | მეოთხედფინალი (1996) |
ოლიმპიური თამაშები | 3რ (1992) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 124–97 (56.11%) |
ტიტულები კარიერაში | 6 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-20 (9 ოქტომბერი, 1989) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 1რ (1990) |
საფრანგეთის ღია პირველობა | 2რ (1989) |
უიმბლდონი | 3რ (1989, 1991) |
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (1989, 1990) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (1992, 1995) |
ბოლოს განახლდა: 18 იანვარი 2018. |
კურიეს მოგებული აქვს 4 დიდი სლემის ტურნირი – 2 საფრანგეთის ღია პირველობა და 2 ავსტრალიის ღია პირველობა. მას დღემდე ეკუთვნის მნიშვნელოვანი რეკორდი მამაკაცთა ჩოგბურთში – 22 წლის და 11 თვის ასაკში, იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც ყველა დიდი სლემის ტურნირის ფინალამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 1992-დან 2016 წლამდე, კურიე იყო უკანასკნელი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელსაც ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობები ჰქონდა მოგებული ერთ კალენდარულ წელიწადში. 2016 წელს, ეს შედეგი ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმეორა[1].
ამერიკელს ასევე მოგებული აქვს 5 მასტერსის ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 23 ტიტული აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. კურიე 58 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.
სანაკრებო დონეზე, მან 2-ჯერ მოიგო დეივისის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. 2000 წელს საჩოგბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, იგი სხვადასხვა ტელევიზიებზე მუშაობდა ჩოგბურთის ექპერტად და კომენტატორად. 2005 წელს, კურიე საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.