ჯონკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონკა — ხის იალქნიანი ორ-ოთხანძიანი ხომალდი. განკუთვნილია სამდინარო და საზღვაო ცურვისათვის. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. იალქნიანი ფლოტის ეპოქაში ჯონკა სამხედრო დანიშნულებითაც გამოიყენებოდა; თანამედროვე დროში ჯონკებით გადააქვთ ტვირთი, ზოგჯერ საცხოვრებლადაც გამოიყენება. აქვს მცირე წყალშიგი; ტვირთამწეობა — 600 ტონამდე. მისი დამახასიათებელი თავისებურებებია ძალიან ფართო, გეგმით თითქმის სწორკუთხოვანი ცხვირი და კიჩო, ოთხკუთხა ფორმის იალქნები, რომლებიც დამზადებულია ჭილოფითა და ბამბუკის ლარტყებით.