ჯონ ფრენსის დიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ფრენსის დიელი (ინგლ. John Francis Daley; დ. 20 ივლისი, 1985) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი სცენარისტი და კინორეჟისორი. ყველაზე კარგად ცნობილია სკოლის მოსწავლის — სემ უიერის როლის შესრულებით NBC-ის კომედიურ-დრამატულ ტელესერიალში „ხულიგნები და ათოსნები“, ასევე FBI-ს სისხლის სამართლის პროფაილერის — დოქტორი ლენს სვითსის როლის შესრულებისთვის ტელეშოუში „ძვლები“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო 2014 წლის PRISM Award-ზე.[1] იგი უკრავს კლავიშებიან საკრავებზე და მღერის მუსიკალურ ჯგუფში Dayplayer.[2]
ჯონ ფრენსის დიელი | |
---|---|
ფრენსის დიელი 2012 წლის მარტში | |
დაბადების თარიღი |
20 ივლისი, 1985 (1985-07-20) (38 წლის) უილინგი, ილინოისი, აშშ |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1998–დღემდე |
მეუღლე(ები) | კორინ კინგსბურგი (იქ. 2016) |
იგი ცნობილია ჯონათან გოლდსტეინთან ერთობლივი მუშაობით, როგორც ფილმის გადამღები დუეტი. წყვილს ერთად არაერთ პროექტზე უმუშავიათ. დიელისა და გოლდსტეინის პირველი ერთობლივი ნამუშევარი თავდაპირველად კომედიაზე იყო დაფუძნებული, სადაც ისინი თანასცენარისტები გახდნენ „აუტანელი ბოსებისთვის“ (2011), თანასცენარისტი „საოცარი ბარტ უანდერსტონისა“ (2013) და „აუტანელი ბოსები 2-სთვის“ (2014), ასევე იყვნენ ნაციონალური ლამპუნის დასვენების ფილმთა სერიების მეხუთე ფილმის — „დასვენების“ (2015) ერთ-ერთი რეჟისორები და მწერლები. ისინი ასევე იყვნენ „ადამიანი-ობობა: დაბრუნების“ (2017) სცენარიტები ჯონ უოტსთა, კრისტოფერ ფორდთან, კრის მაკკენასა და ერიკ სომერსთან ერთად, ასევე 2018 წლის ფილმის „დამპლური თამაშების“ რეჟისორები. ისინი იქნებიან მომავალი ფილმ „Flashpoint“-ის რეჟისორები, რომელიც Warner Bros.-სა და DC Films სამყაროს ნაწილი იქნება.[3]