ჯორდან პიტერსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორდან ბერნტ პიტერსონი (ინგლ. Jordan Peterson; დ. 12 ივნისი, 1962) — კანადელი კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის პროფესორი ტორონტოს უნივერსიტეტში. მისი სწავლების სფეროებია პათოფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია და პიროვნების ფსიქოლოგია. მისი ინტერესის სფეროებია რელიგიის ფსიქოლოგია და ფსიქოიდეოლოგიური რწმენა,[5] პიროვნებისა და საკუთარი თავის წარდგენის ფსიქოლოგია.[6]
ჯორდან პიტერსონი | |
---|---|
ინგლ. Jordan Peterson | |
დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1962(1962-06-12)[1] (61 წლის) |
დაბ. ადგილი | ედმონტონი[2] |
მოქალაქეობა | კანადა |
საქმიანობა | clinical psychologist, უნივერსიტეტის პროფესორი, cultural critic, მწერალი, პოდკასტერი, იუტუბერი, ინტერნეტის ვარსკვლავი და ფსიქოლოგი[3] |
მუშაობის ადგილი | ტორონტოს უნივერსიტეტი, მაკგილის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ალბერტის უნივერსიტეტი, მაკგილის უნივერსიტეტი და Grande Prairie Regional College |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი[4] |
მეუღლე | Tammy Peterson |
მამა | Walter Peterson |
დედა | Beverley Peterson |
შვილ(ებ)ი | Mikhaila Peterson და Julian Peterson |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | jordanbpeterson.com |
პიტერსონი სწავლობდა ალბერტასა და მაკგილის უნივერსიტეტებში. მან მიიღო დოქტორის ხარისხი მაკგილის უნივერსიტეტში 1991-1993 წლებში მანამ, სანამ წავიდოდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად დამხმარე ასისტენტი იყო, შემდგომში კი ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გახდა.[7][8] 1998 წელს პიტერსონი დაბრუნდა კანადაში. აქ ის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის წევრი გახდა ტორონტოს უნივერსიტეტში, რომელშიც დღეს სრული პროფესორია.
პიტერსონის პირველი წიგნი: „მნიშვნელობის რუკები“, გამოქვეყნდა 1999 წელს, ის შეიცავს რამდენიმე აკადემიურ სფეროს, რისი მეშვეობითაც აღწერს რწმენისა და მითების სისტემათა სტრუქტურებს, მათ როლს ადამიანის ემოციების რეგულაციაში, ფსიქოლოგიური მნიშვნელობის, საფუძვლის შექმნაში. ამასთან ისინი განხილულია, როგორც გენოციდის მოტივატორი.[9][10][11] მისი მეორე წიგნი, „ცხოვრების 12 წესი“, გამოიცა 2018 წლის იანვარში.[7][12][13]
2016 წელს, პეტერსონმა გამოუშვა YouTube ვიდეოების სერია, რომლებშიც აკრიტიკებს კანდის მთავრობის პოლიტკორექტულობას სიტყვის თავისუფლების ფარგლებში. მას დიდ მხარდაჭერას უცხადებს მედიაც, რომლის მიმართ თავად პიტერსენს როგორც ლოიალურ ასევე კრიტიკულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს.[7][12][13]