ჯორჯ ვანკუვერი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაპიტანი ჯორჯ ვანკუვერი (ინგლ. George Vancouver; დ. 22 ივნისი, 1757 ― გ. 10 მაისი, 1798) ― ბრიტანული სამეფო ფლოტის ოფიცერი. ცნობილია 1791-1795 წლების ექსპედიციით, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპირო რეგიონის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი გამოიკვლიეს, მათ შორის: დღევანდელი კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბია, აშშ-ის შტატები: ალასკა, ვაშინგტონი, ორეგონი და კალიფორნია. ექსპედიციის დროს გამოიკვლიეს ჰავაის კუნძულები და ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროც.
ჯორჯ ვანკუვერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ივნისი, 1757[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | King's Lynn |
გარდაცვალების თარიღი | 10 მაისი, 1798[2] [5] [6] |
გარდაცვალების ადგილი | Petersham |
ჯარის სახეობა | სამეფო ფლოტი |
წოდება | captain |
ჯორჯ ვანკუვერის საპატივცემულოდ სახელი ეწოდა: კუნძულ ვანკუვერს, ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარე ქალაქ ვანკუვერს, მდინარე ვანკუვერს ბრიტანეთის კოლუმბიის მზის შუქის სანაპიროზე, ქალაქს აშშ-ში, მთას კანადა-აშშ-ის საზღვარზე, იუკონსა და ალასკას შორის, ასევე, ახალი ზელანდიის მეოთხე უმაღლეს მწვერვალს.[8]