ჰანს რუდოლფ გიგერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანს რუდოლფ „რუდი“ გიგერი (H. R. Giger; დ. 5 თებერვალი, 1940 — გ. 12 მაისი, 2014[1][2][3]) — შვეიცარიელი სიურრეალისტი მხატვარი, მოქანდაკე და დეკორაციების დიზაინერი. მისმა ნამუშევარმა ფილმისთვის „უცხო“ მიიღო ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.[4][5] 2013 წელს შეყვანილი იქნა სამეცნიერო ფანტასტიკის დიდების დარბაზში.[6][7]
ჰ.რ. გიგერი | |
---|---|
H. R. Giger | |
გიგერი 2012 წელს | |
სრული სახელი | ჰანს რუდოლფ გიგერი |
დაიბადა | 5 თებერვალი, 1940 |
დაბადების ადგილი | ხური, გრაუბუნდენი, შვეიცარია |
გარდაიცვალა | 12 მაისი, 2014 (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ციურიხი, შვეიცარია |
ეროვნება | შვეიცარიელი |
სფერო | მხატვრობა, ქანდაკება, დეკორაციების დიზაინი, რეჟისურა |
მიმდინარეობა | სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, ოკულტიზმი |
ჟანრი | Fantastic Realism |
მასზე გავლენა მოახდინა | ერნსტ ფუქსი, სალვადორ დალი, ალფრედ კუბინი |
მან გავლენა მოახდინა | იოშიჰირო ტოგაში, იონენ ვასკესი |
საიტი | https://www.hrgiger.com |
გიგერი აგრეთვე ცნობილია სხვადასხვა შემსრულებლისთვის შექმნილი ალბომების გარეკნებით, მაგალითად Emerson, Lake & Palmer-ის Brain Salad Surgery-თ. Korn-ის მონაწილე ჯონათან დეივისს მან შეუქმნა მიკროფონის დასადგმელი, სპეციალური დიზაინით. შვეიცარიაში არსებობს ორი ბარი, რომელთა ინტერიერი გიგერმა შეიმუშავა.
ჰ.რ. გიგერი გარდაიცვალა 2014 წლის 12 მაისს, მას შემდეგ, რაც შინ კიბიდან გადმოვარდა და სხეულის რამდენიმე დაზიანება მიიღო.[1][2][3]