ჰუიჩოლები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰუიჩოლები (ესპ. huichol, wixárika (wirrárika) ხალხის თვითდასახელება, მრავლობითი ფორმით wixáritari (wirráritari) — «ნამდვილი ადამიანები») — მექსიკის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მცხოვრები ინდიელი ხალხი. ლაპარაკობენ იუტო-აცტეკური ენების ოჯახის ჰუიჩოლის ენაზე.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჰუიჩოლები}} |
ჰუიჩოლის ეთნონიმის წარმოშობა დღემდე გაურკვეველია. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს ინდიელი ხალხის ენაზე არსებული სიტყვა wixárika დამახინჯებული ვარიანტია, რომელიც პირდაპირ ვერ გაიგეს ან ჩაიწერეს ესპანელმა კოლონიზატორებმა[1][2]. მეორე ვერსიით, ეს დამამცირებელი სახელია, რომელიც აცტეკებმა უწოდეს ჰუიჩოლებს ჯერ კიდევ ამერიკის კოლონიზაციამდე. არსებობენ სხვა ვერსიებიც.