CUDA
From Wikipedia, the free encyclopedia
CUDA — Nvidia-ს პარალელური გამომთვლელი პლატფორმა და აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისი, რომელიც პროგრამისტს აძლევს საშუალებას გამოიყენოს ვიდეოდაფის პროცესორი, CUDA მხარდაჭერით. CUDA პლატფორმა პროგრამის ფენაა რომელიც პირდაპირ წვდომას გვაძლევს ვიდეოდაფის პროცესორის ვირტუალურ ინსტრუქციასთან.
CUDA პლატფორმა შეიქმნა პროგრამული ენებთან სამუშაოდ, როგორიცაა C, C++ და Fortran. ამ ფუნქციასთან წვდომა სპეციალისტებს უადვილებს პარალელური პროგრამირების გამოყენებას, ვიდეოდაფის პროცესორის რესურსებით. CUDA-ს აქვს პროგრამის ჩარჩოების OpenACC-ისა და OpenCL-ის მხარდაჭერა. როდესაც Nvidia-მ პირველად წარმოადგინა CUDA, იყენებდნენ ერთიანი გამომთლელი ხელსაწყოს არქიტექტურის აბრევიატურად, მაგრამ მოგვიანებით აბრევიატურად გამოყენება შეწყვიტეს.