M270 (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა)
აშშ წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა / From Wikipedia, the free encyclopedia
M270 (ინგლ. M270 Multiple Launch Rocket System ან M270 MLRS) — შეჯავშნული, თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „M270“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. M270 ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სწრაფი ფაქტები M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ინგლ. Multiple Launch Rocket System (MLRS), ტიპი ...
M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ინგლ. Multiple Launch Rocket System (MLRS) | |
---|---|
M270 რაკეტის გაშვების მომენტში | |
ტიპი | ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა |
წარმომავლობის ქვეყანა | აშშ |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 31 მარტი, 1983 — დღემდე |
ომები და კონფლიქტები |
სპარსეთის ყურის ომი ავღანეთის ომი ერაყის ომი სირიის სამოქალაქო ომი |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | Vought Corporation |
შექმნის თარიღი | 1977 |
მწარმოებელი | Lockheed Martin, Diehl BGT Defence, Aérospatiale |
ეგზემპლარის ღირებულება | $2,3 მილიონი |
წარმოების პერიოდი | 1980–2003 |
ვარიანტები | M270A1 და M270B1 |
მახასიათებლები | |
წონა | 24 756 კგ |
სიგრძე | 6,86 მ |
სიგანე | 2,97 მ |
გათვლა / ჯგუფეული | 3 |
| |
კალიბრი |
227 მმ 610 მმ (ATACMS) |
სროლის ტემპი | ~12-18 |
მაქსიმალური მანძილი |
M26: 32 კმ M26A1/A2: 45 კმ M30/31: 70 კმ ATACMS: 165 კმ ან 300 კმ |
დახურვა
M270-ის პირველი სისტემები აშშ-ის არმიამ 1983 წელს მიიღო. მას შემდეგ ისინი ნატოს არაერთი ქვეყნის შეიარაღებაში გამოჩნდა. დღემდე ამერიკასა და ევროპაში წარმოებულია დაახლოებით 1 300 ერთეული სისტემა და მისთვის განკუთვნილი 700 000-ზე მეტი რაკეტა. სისტემების წარმოება 2003 წელს დასრულდა, როცა ბოლო პარტია ეგვიპტის არმიამ მიიღო.