ადამიანი
ჰომინიდების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ადამიანების გვარის ერთადერთი შემორჩენილი სახეობ / From Wikipedia, the free encyclopedia
გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს შექმნაში, შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — ანთროპოსფერო. ადამიანების ერთობლიობას ეწოდება პოპულაცია ან კაცობრიობა. ინდივიდების ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას ან სოციუმს. ინფორმაცია, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობოთი ნიშანთვისების გზით გადაეცემა, ცირკულირებს საზოგადოებაში და წარმოქმნის ნოოსფეროს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის კულტურას. ადამიანი, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა 90%, იყოფა ორ სქესად: მამრი და მდედრი.