ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ II-ის მეუღლე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრა თედორეს ასული (რუს. Александра Фёдоровна), დაბადების სახელია პრინცესა ალიქს ვიქტორია ჰელენ ლუიზ ბეატრიქს ჰესენელი, შემოკლებით ალიქს ფონ ჰესენ-დარმშტადტი (გერმ. Alix von Hessen-Darmstadt; დ. 6 ივნისი, 1872, დარმშტადტი, გერმანიის იმპერია — გ. 17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა) — ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ IV-ისა და პრინცესა ალისა ბრიტანელის ასული. რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცა 1896-1917 წლებში როგორც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლე. ქორწინების შემდეგ მიიღო მართლმადიდებლობა, რის გამოც ორიგინალი სახელი შეუცვალეს ალექსანდრა ფიოდოროვნათი. მიუხედავად ტახტიდან გადადგომისა, 1918 წელს ის, მისი მეუღლე და შვილები ბოლშევიკებმა იპატიევის სახლში სასტიკად დახოცეს, რის გამოც 2000 წელს რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მათი მთელი ოჯახი წმინდანად შერაცხა, მას კი წმინდა ალექსანდრა წამებული უწოდეს.
ალექსანდრა თედორეს ასული | |
---|---|
ალექსანდრა ფიოდოროვნა 1908 წელს | |
რუსეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 26 მაისი, 1896 |
მმართ. დასაწყისი: | 26 ნოემბერი, 1894 |
მმართ. დასასრული: | 15 მარტი, 1917 |
წინამორბედი: | მარია ფიოდოროვნა |
მემკვიდრე: | მონარქია დაემხო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 ივნისი, 1872 |
დაბ. ადგილი: | ახალი სასახლე, დარმშტადტი, გერმანიის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 17 ივლისი, 1918 (46 წლის) |
გარდ. ადგილი: | იპატიევის სახლი, ეკატერინბურგი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა |
დაკრძ. ადგილი: |
17 ივლისი, 1998 სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი, რუსეთი |
მეუღლე: | ნიკოლოზ II, რუსეთის იმპერატორი |
შვილები: |
ოლღა ტატიანა მარია ანასტასია ალექსეი |
სრული სახელი: |
გერმ. ალიქს ვიქტორია ჰელენ ლუიზ ბეატრიქსი რუს. ალექსანდრა ფიოდოროვნა რომანოვა |
დინასტია: | ჰესენ-დარმშტადტი |
მამა: | ლუდვიგ IV, ჰესენის დიდი ჰერცოგი |
დედა: | ალისა ბრიტანელი |
რელიგია: |
ჯერ ლუთერანობა შემდეგ მართლმადიდებლობა |
ხელმოწერა: | |
იგი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას საყვარელი შვილიშვილი, რომელსაც ბებიისაგან მემკვიდრეობით გადაეცა ჰემოფილიის გენი, რომელიც ჰქონდა მის ძმას, პრინც ფრიდრიხს, ასევე ბიძამისს, ალბანის ჰერცოგ ლეოპოლდა და მისი დეიდაშვილის ვაჟს, ასტურიის პრინც ალფონსოს. თავად ალექსანდრამ ეს გენი თავის ვაჟს, ცარევიჩ ალექსეისაც გადასცა. მისი სახალხო პოპულარობა განსაკუთრებით შეარყია მისმა ურთიერთობამ ბერ გრიგორი რასპუტინთან, რასაც არაერთი სკანდალიც მოჰყვა.
ალექსანდრა ფიოდოროვნას ტრაგიკულმა აღსასრულმა შემდგომში დიდი ასახვა ჰპოვა მსოფლიო კინემატოგრაფიასა და ხელოვნებაში.