ალეჩის მყინვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალეჩის მყინვარი (გერმ. Aletschgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში, ალპებში. იგი ეშვება ბერნის ალპების აღმოსავლეთი მასივის სამხრეთ კალთებზე, სადაც მდებარეობს მისი მკვებავი ვრცელი ფირნის ველი.
სწრაფი ფაქტები ალეჩის მყინვარი ...
გერმ. Aletschgletscher | |
კოორდინატები: 46°26′32″ ჩ. გ. 8°04′38″ ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ქედი | ალპები |
ფართობი | 86,8 კმ² |
სიგრძე | 24,7 კმ |
სისქე | 900 მ |
ტიპი | ხეობური |
მდგომარეობა | უკან იხევს |
დახურვა
ალეჩის მყინვარი ალპების უდიდესი მყინვარია, რომლის ფართობი შეადგენს 86,8 კმ²-ს (ფირნთან ერთად მყინვარის ფართობი იზრდება 117,6 კმ²-მდე), ხოლო სიგრძე უდრის 24,7 კმ-ს. ეშვება 1450 მ სიმაღლეზე. მყინვარს გამომუშავებული აქვს კანიონი, რომელიც რაღაცით ხელოვნურად გაკაფულ გზას მოგვაგონებს.
2001 წლის დეკემბერიდან ალეჩის მყინვარი შესულია იუნესკოს მსოფილო მემკვიდრეობის სიაში (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).