არგენტინის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
არგენტინის დროშა (ესპ. Bandera de la Argentina) — არგენტინის ოფიციალური სიმბოლო, რომელიც მიღებულია 1812 წელს.
სწრაფი ფაქტები არგენტინის დროშა, მიღებულია ...
არგენტინის დროშა | |
---|---|
ოფიციალური ცერემონიალური დროშა | |
მიღებულია | 1812 |
პროპორცია | 9:14 |
ავტორთა კოლექტივი | |
მანუელ ბელგრანო | |
სიმბოლიკა | ცისფერი, თეთრი და მზე: ცა, ღრუბლები, მზე |
წინა დროშები | |
სადღესასწაულო დროშა | |
პროპორცია | 9:14 |
დახურვა
დროშის ესკიზი წარმოადგინა მანუელ ბელგრანომ. ის შედგებოდა სამი ჰორიზონტალური, სწორი ხაზისგან — ორი (ზედა და ქვედა) ღია-ცისფერში იყო გაფერადებული, შუა ზოლი იყო თეთრი, ხოლო დროშის ცენტრში იყო დახატული „მაისის მზე“ (ესპ. Sol de Mayo), რომელიც ინკთა მზის ღვთაების სიმბოლოა.
დროშის სრული ვერსია შეიცავს მზეს და ხშირად ასეთ დროშას უწოდებენ „ოფიციალურ ცერემონიულ დროშას“ (ესპ. Bandera Oficial de Ceremonia), დროშას, რომელსაც არ აქვს მზე — „სადღესასწაულო დროშას“ (ესპ. Bandera de Ornato).