არტიკლი
From Wikipedia, the free encyclopedia
არტიკლი (ლათ. articulus — ნაწევარი) — მეტყველების ნაწილი და წარმოადგენს დამხმარე სიტყვას, სიტყვა-ნაწევარს. არტიკლი ყოველთვის თან ახლავს არსებით სახელს და ანიჭებს მას განსაზღვრულობის ან განუსაზღვრელობის კატეგორიას. მაშასადამე არსებობს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლი. არტიკლი ხშირად აღნიშნავს აგრეთვე თანმხლები სიტყვის გრამატიკულ სქესს, რიცხვსა და ბრუნვას.