აღმოსავლეთი მარკა
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი მარკა (გერმ. Ostmark; ლათ. Marchia orientalis), ასევე ცნობილია, როგორც ბავარიის აღმოსავლეთი მარკა — ადრეფეოდალური სახელმწიფო (მარკა), რომელიც არსებობდა IX-XII საუკუნეებში სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში, ავსტრიის საჰერცოგოს წინამორბედი. X საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული ამ სახელმწიფოს მიმართებაში სახელწოდებების, აღმოსავლეთ მარკისა და ავსტრიის მარკსაგრაფოს, გამოყენება თანაბარმნიშვნელოვანი იყო.