ბნელი მატერია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბნელი მატერია — მატერიის ფორმა, რომელიც გალაქტიკებისა და სამყაროს უდიდესი სტრუქტურების ფორმირებას ახდენს. ის ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს ერთმანეთისკენ იზიდავს. ბნელი მატერია დიდი აფეთქების პირველივე წამს წარმოიქმნა. როგორც ცნობილია, დაკვირვებადი სამყაროს 27% სწორედ ბნელი მატერიისგან შედგება.