ბოტსვანის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოტსვანის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. რომლის ფართობია 600 370 კმ².
სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 4013 კმ-ს. სასაზღვრო ზოლი ნამიბიასთან 1360 კმ სიგრძისაა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან — 1840 კმ-ის, ხოლო ზიმბაბვესთან — 813 კმ-ის.
ქვეყნის დიდ ნაწილს იკავებს კალაჰარის მშრალი უდაბნო. საშუალო სიმაღლე 800—1000 მეტრია, რომელიც დასავლეთით 1200 მეტრამდე აღწევს. რელიეფი ძირითადად ვაკეა, აღმოსავლეთისკენ კი შედარებით გორაკბორცვული. ქვეყნის დიდი ნაწილი დაფარული ქვიშიანი დიუნებითა და ბარხანებით, რომელთა სიმაღლეც სამხრეთით 4-5 მეტრია და ჩრდილოეთით 30 მეტრსაც აღწევს.