იუპიტერის ჯგუფის პლანეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
იუპიტერის ჯგუფის პლანეტებად (იგივე გაზის გიგანტები) იწოდებიან მზის სისტემის ის პლანეტები, რომლებიც ასტეროიდთა სარტყელს მიღმაა განლაგებული. ესენია: — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. მზის სისტემის ეს მონაკვეთი, სადაც გაზის გიგანტების განლაგებული, ხშირად გარე მზის სისტემადაც იწოდება.
პლანეტების ამ ჯგუფს სახელწოდება უდიდესი წარმომადგენლისგან, იუპიტერისგან ეწოდა, თუმცა, იუპიტერი არ არის ყველაზე დიდი გაზის გიგანტი. მეცნიერების მიერ აღმოჩენილია არაერთი ეგზოპლანეტა მზის სისტემის მიღმა, რომლებიც ზომით მნიშვნელოვნად აღემატება იუპიტერს. დღესდღეობით აღმოჩენილ გაზის გიგანტებს შორის უდიდესად მიიჩნევა WASP-17b რომელიც ორჯერ აღემატება იუპიტერს მოცულობით. 2006 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა TrES-4b რომელიც იუპიტერზე 70 % დიდია. უნდა აღინიშნოს, რომ იუპიტერი ამ ორივე პლანეტაზე მასიურია.