გორნერი
From Wikipedia, the free encyclopedia
გორნერი (გერმ. Gornergletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში. სიდიდით მეორეა ალპებში. სიგრძე 14,1 კმ, სიგანე 1,5 კმ-მდე, ფართობი — 68,9 კმ². ფირნის ხაზი გადის 3240 მ-ზე. ალპებში მდებარე მყინვარებს შორის გორნერი სიდიდით მეორე ადგილზეა. ეშვება მონტე-როზას მასივის ჩრდილოეთ კალთიდან მატერფისპის ხეობაში (რონის აუზი). აქვს მრავალრიცხოვანი შენაკადები. კურორტ ცერმატთან ახლოს მყინვარი უერთდება მატერტალს. მყინვარიდან გამოედინება ამავე სახელწოდების მდინარე. ულამაზესი ლანდშაფტებისა და ჰავის გამო აქ ფართოდ არის განვითარებული ტურიზმი.
სწრაფი ფაქტები გორნერი ...
გერმ. Gornergletscher | |
კოორდინატები: 45°58′11″ ჩ. გ. 7°48′06″ ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ქედი | ალპები |
ფართობი | 68,9 კმ² |
სიგრძე | 14,1 კმ |
ტიპი | ხეობური |
დახურვა