გრანადის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
გრანადა (ესპ. Granada) — პროვინცია სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი შემოსაზღვრულია ესპანეთის შემდეგი პროვინციებით: ალბასეტე, მურსია, ალმერია, ხაენი, კორდობა და მალაგა. მას ასევე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა. მისი დედაქალაქია გრანადა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრანადა (მრავალმნიშვნელოვანი). |
პროვინციის ფართობია 12,635 კმ². მოსახლეობა შეადგენს 876,184 კაცს (2006 წლის მონაცემებით), რომლის 30% ცხოვრობს მის დედაქალაქში. სიმჭიდროვე 64.82/კმ²-ია. პროვინციაში არის 168 მუნიციპალიტეტი.