დარბაზის ერნი
From Wikipedia, the free encyclopedia
დარბაზის ერნი, სამეფო საბჭოს — დარბაზის წევრები. XI-XVIII საუკუნეების საქართველოში. დარბაზის ერნი იყოფოდნენ 2 ჯგუფად: ერთ ჯგუფს შეადგენდნენ „ჴლოსანნი“, ე. ი. სახელმწიფო მოხელეები, ხოლო მეორე ჯგუფს - „უჴელონი“. ე. ი. ისინი, ვისაც სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ. „დარბაზის ერნიდან“ შემდეგ წარმოდგა სიტყვა „დარბაისელი“, რაც თავდაპირველად დარბაზის წევრს აღნიშნავდა, ხოლო შემდეგ მას დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.
დარბაზის ერნზე არის სხვა თვალსაზრისიც (ნ. შოშიაშვილი), რომლის მიხედვით, „დარბაზის ერნი“ ეწოდებოდა არა სამეფო საბჭოს - დარბაზის წევრებს, არამედ დარბაზის- სამეფო სასახლის, სამეფო კარის მსახურ-მოხელეებს (საწოლის მწიგნობარი, ეჯიბები, ამირეჯიბი, მეჭურჭლე, საჭურჭლის ნაცვალი და სხვა), ე. ი. კარისკაცებს და სასახლის მცველთა რაზმს, სასახლის გვარდიას (მესაწოლეები, მესაწოლეთუხუცესი და სხვა). XI საუკუნებამდე „დარბაზის ერნის“ შესატყვისი იყო „ტაძრეულნი“.