დუაიტ ეიზენჰაუერი
აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
დუაიტ დეივიდ ეიზენჰაუერი, ამერიკაში გავრცელებული სახელი „აიკ“ (ინგლ. Dwight David „Ike“ Eisenhower; დ. 14 ოქტომბერი,1890, დენისონი, ტეხასის შტატი — გ. 28 მარტი,1969, ვაშინგტონი) — ამერიკელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, აშშ-ის არმიის ხუთვარსკვლავიანი გენერალი, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი 1953–1961 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან.
დუაიტ დეივიდ ეიზენჰაუერი Dwight David Eisenhower | |
აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1953 – 20 იანვარი, 1961 | |
ვიცე-პრეზიდენტი | რიჩარდ ნიქსონი |
წინამორბედი | ჰარი ტრუმენი |
მემკვიდრე | ჯონ კენედი |
დაბადებული | 14 ოქტომბერი, 1890 დენისონი, ტეხასი |
გარდაცვლილი | 28 მარტი, 1969 ვაშინგტონი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | მეიმი ეიზენჰაუერი |
პროფესია | ჯარისკაცი (არმიის გენერალი) |
ხელმოწერა |
1915 წელს ეიზენჰაუერმა აშშ-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მან უარი თქვა ემსახურა ევროპაში, იგი პენსილვანიის სამხედრო ბანაკში იმყოფებოდა და ფრონტზე არ გაუგზავნიათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეიზენჰაუერი მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი იყო ევროპაში. 1942-1943 წლებში იგი ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში, ხოლო 1944-1945 წლებში საფრანგეთსა და გერმანიაში მოკავშირეების შეჭრას ხელმძღვანელობდა. ომის შემდეგ, 1945-1948 წლებში, მსახურობდა არმიის შტაბის უფროსად, 1948-1953 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტად, ხოლო შემდეგ, 1951-1952 წლებში ნატოს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა.