Apple Inc.
From Wikipedia, the free encyclopedia
Apple Inc. (NASDAQ: AAPL, LSE: ACP, FWB: APC, ყოფილი Apple Computer, Inc.) — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში. Apple ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. Apple ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის iPhone-ის, Apple TV-ის, Apple watch-ის და ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X El Capitan-ის დამუშავებით.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Apple Inc.}} |
Apple Park, კუპერტინო, კალიფორნია | |
ყოფილი სახელწოდება |
|
---|---|
ტიპი | საზოგადო/სააქციო |
დარგი |
კომპიუტერული ტექნიკა პროგრამული უზრუნველყოფა სამომხმარებლო ელექტროტექნიკა |
დაფუძნდა | 1 აპრილი, 1976; 48 წლის წინ (1976-04-01) კალიფორნია, აშშ (როგორც Apple Computer, Inc.) |
დამაარსებელი |
|
სათავო ოფისი | Apple Park, კუპერტინო, კალიფორნია |
მმართველი |
ტიმ კუკი, მთავარი აღმასრულებელი დირექტორი |
პროდუქცია | |
შემოსავალი | აშშ $274,515 მილიარდი (2020)[3] |
საწარმოო შემოსავალი | აშშ $66,288 მილიარდი (2020)[4] |
სუფთა მოგება | აშშ $57,411 მილიარდი(2020)[4] |
თანამშრომელი | 147,000 (2020) |
შვილობილ(ებ)ი | |
საიტი | apple.com |
კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა Mac Pro, Mac Mini, iMac, iMac with retina 5k display) პერსონალური კომპიუტერები და დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატიული მედია-პლეერი iPod-ის სერია (ipod shuffle, iPod Nano, iPod touch) iPhone (iPhone 7 და 7 Plus) ასევე iPad Air, iPad Pro და iPad Mini. Apple-ის ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა Mac OS X და iOS ოპერაციული სისტემები და iLife-ის პროგრამების პაკეტი. Apple ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელი პროფესიონალური აუდიო და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების, ძირითადად Mac-ის კომპიუტერებისთვის, მათ შორის Final Cut Pro, Logic Pro, Final Cut Studio, და დაკავშირებული ხელსაწყოები.
Apple-ში მუდმივად და დროებითად 70,000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს გარშემო და მისმა მსოფლიო გაყიდვებმა 2007 ფისკალურ წელს (დასრულდა 2007 წლის 29 სექტემბერს) US$24.01 მილიარდი შეადგინა.
რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, Apple-მა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების პლეადა წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლიოალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.