ვილკაბამბა (პერუ)
From Wikipedia, the free encyclopedia
ვილკაბამბა (ესპ. Vilcabamba) — ინკების ქალაქი, რომელიც 1539 წელს დააარსა მანკო ინკა იუპანკიმ, როდესაც ესპანელებთან დამარცხებული ინკების გარკვეულმა ნაწილმა ტყეს შეაფარა თავი. ქალაქი წარმოადგენდა ინკების იმპერიის უკანასკნელ თავშესაფარს, სანამ ის 1572 წელს ესპანელებმა არ გაანადგურეს, რითაც ფაქტობრივად შეწყდა ინკების წინააღმდეგობა დამპყრობლებისადმი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვილკაბამბა. |