ზიგფრიდის ხაზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზიგფრიდის ხაზი (გერმ. Siegfriedstellung), გერმანიაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც დასავლეთის კედელი, ვესტვოლი (გერმ. Westwall) — გერმანიის თავდაცვითი ხაზი, რომელიც აშენდა 1930-იანი წლების საფრანგეთის მაჟინოს ხაზის საპირისპიროდ. იგი გადაჭიმული იყო 630 კილომეტრზე მეტ მანძილზე (390 მილი). კლივიდან, ნიდერლანდების საზღვართან, ძველი გერმანიის იმპერიის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ, შვეიცარიის საზღვრამდე, ქალაქ ვეილ ამ რაინამდე - და მოიცავდა 18000-ზე მეტ ბუნკერს, გვირაბს და სატანკო ხაფანგს.
1944 წლის სექტემბრიდან 1945 წლის მარტამდე ზიგფრიდის ხაზთან განხორციელდა მოკავშირეთა ფართომასშტაბიანი შეტევა.