თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია — კათოლიკური ეკლესია თბილისში, მეტროსადგურ მარჯანიშვილთან ახლოს, ივ. ჯავახიშვილის № 55-ში.
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°42′35″ ჩ. გ. 44°48′06″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | კათოლიციზმი |
ქვეყანა | საქართველო |
კურთხევის წელი | 1870-1877 წწ. |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვარი(ები) | ალბერტ ზალცმანი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ადრეული ბაროკო |
ფასადის მიმართულება | დასავლეთისკენ |
თარიღდება | 1877 წლით |
დახურვა
ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1870 წელს. არქიტექტორია ალბერტ ზალცმანი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა შტაბს-კაპიტანი ზუბალაშვილი. მას ეწოდებოდა ახალი კათოლიკური ეკლესია, აქვე გაჩნდა ამავე სახელწოდების ქუჩა. ეკლესიის ეზოში შესასვლელის თავზე ქართული წარწერაა (აქვეა რუსული წარწერაც), რომელიც გვამცნობს:
„გალავანი ესე აგებულ არს 1891 წელსა. წარსაგებელითა მიხეილ, პავლე, ნიკოლოზ და დედისა მათისა მარიამ ჯიმშეროვებისათა საუკუნო სახსენებლად ქრისტეს მოყვარე შემწირველისა მამისა და მეუღლის ივანე პეტრეს ძე ჯიმშეროვისა.“ | |