იაპონიის ზღვა
From Wikipedia, the free encyclopedia
იაპონიის ზღვა – წყნარი ოკეანის უკიდურესი დასავლეთით მდებარე ზღვა, რომელიც შემოსაზღვრულია იაპონიით, სამხრეთ კორეით, ჩრდილოეთ კორეით და რუსეთით. ხმელთაშუა ზღვის მსგავსად ისიც არ განიცდის მიმოქცევას. მის ოფიციალურ სახელწოდებასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იყო დისკუსია. გადაწყვეტილება, რომ ეწოდოს „იაპონიის ზღვა“ დაფიქსირებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში 2004 წლის მარტში.